ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს მიერ 2019 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევის განხორციელება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები ცვლილებებს არ ექვდებარება, თუმცა კვლევის შედეგების სანდოობის ხარისხის შენარჩუნება ყოველ წელს საჭიროებს კვლევის ძირითადი ინსტრუმენტის - კითხვარის გადახედვას და მიმდინარე წელს საკვლევ გარემოში მომხდარ თუ განხორციელებულ ცვლილებებზე ადაპტირებას, სფეროების, კატეგორიების და მაჩვენებლების მიხედვით.

2019 წლის კვლევის განხორციელება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის , სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით მოხდა. ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა კვლევის ყველა ეტაპი. ასევე კვლევამ მოიპოვა მხარდაჭერა და დახმარება ამერიკული ატლასის ქსელისგან და ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტისგან .
17-18 იანვარს, სასტუმრო სავანეთში, სოფელი იყალთო, თელავის მუნიციპალიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ჩართულობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, გერმანული ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ამერიკული ატლასის საერთაშორისო ქსელის მხარდაჭერით, შედგა ჩვენი პროექტის - საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი - 2019, წლის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა გოგიტა თოდრაძემ. ასევე, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთის, გორის, მცხეთის, ახალციხის და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, პარლამენტის კომიტეტის თანამშრომლებმა. პროექტის პარტნიორმა სპეციალისტებმა ბულგარეთიდან და ლიეტუვადან.
სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე წლის კვლევაში განსახორციელებელი ცვლილებების იდენტიფიცირებით დაიგეგმა კვლევის ძირითდი ინსტრუმენტის - კითხვარის მოდიფიცირება კვლევაში მონაწილე ყველა მხარის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
გამომდინარე საქართველოს 2017 წლის 26 ივლისს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებიდან, კვლევის ჯგუფს მოუწია კვლევაში ჩართული თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების რაოდენობის 5 ერთეულამდე დაყვანა, შესაბამისად კვლევის გაფართოება ყველა მუნიციპალურ ერთეულამდე შემდგომი წლისთვის დაიგეგმება.
2019 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა კი განხორციელდა 5 თვითმმართველი ქალაქის მონაწილეობით, ესენია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი.
კვლევის განხორციელების შემდეგი ეტაპი დაიწყო მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, როდესაც კვლევაში მონაწილე მუნიციპალიტეტებს ოფიციალური წერილით დაეგზავნათ კვლევის ძირითადი კითხვარი შესავსებად. მონაცემების მოძიება და კითხვარის შევსება გაგრძელდა 10 ოქტომბრამდე.
ფინალური ეტაპი გულისხმობს მიღებული მონაცემების დამუშავებას კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიის მიხედვით, მიღებული შედეგები აისახება კვლევის საბოლოო რეიტნგში და გამოქვეყნდება საჯაროდ.
დასასრულს. კვლევის ჯგუფის და ჩვენი ორგანიზაციის სახელით გვსურს ოფიციალური მადლობა გადავუხადოთ კვლევაში ჩართული მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს და ხელმძღავნელობას, ასევე ყველა იმ მუნიციპალიტეტს და მათ წარმომადგენლებს რომელთაც ცვლილებების გამო მონაწილეობა ვერ მიიღეს 2019 წლის კვლევაში.
იმედს ვიტოვებთ, რომ 2020 წლის „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსიის“ კვლევა გავრცელდება საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალაქთან ერთად, ყველა მუნიციპალურ ერთეულზეც.

პატივისცემით,
ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევის ჯგუფი