მუნიციპალიტეტის ინდექსის კვლევა 2019
კვლევა ეყრდნობა 2018 წლების მაჩვენებლებს

ჩანაფიქრი

პროექტი ამოცანაა შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება:
მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე დაკვირვება და განსაჯაროებაზე;
ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და სხვ. საკითხებზე გავლენის შესწავლა;
შეფასება და ურთიერთშედარება;
შეჯიბრობითობის წახალისება;
ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების ჩამოყალიბება, როგორც საკუთრივ თვითმმართველობისხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით, ისე მოსახელობის კეთილდღეობის ამაღლებისა და მათი სამეურნეო საქმიანობისთვის კიდევ უფრო უკეთესი პირობების ჩამოსაყალიბებლად.

ინდექსის არსი და მიდგომა

სუბსიდიარობა
სახელმწიფო, როგორც ბოლო ინსტანცია
მეტი უფლებები ადგილებზე
კონკურენცია
პრობლემების მოგვარებაში უნდა ჩაერთოს
მეტი უფლებები კერძო სექტორს
ანგარიშვალდებულება
ჩართულობა
მეტი უფლებები მოსახლეობას

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში მონაწილეობს 2015 წლიდან. მიმდინარე წლის მონაცემები ნაწილობრივ მოწოდებულია თბილისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და თბილისის მუნიციპალიტეტების რაიონული გამგეობების მიერ. (კვლევისთვის განკუთვნილი მონაცემების მიწოდების ამგვარი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის მონაცემების დამუშავებას ართულებს და არასრულყოფილს ხდის) კვლევის ძირითდი კითხვარის მიხედვით შედგენილი მონაცემები ეფუძნება 2018 წლის მაჩვენებლებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს შეადგენდა 1 158 677 ადამიანს და შესაბამისად ყველა შეწონილი მონაცემი დაფუძნებულია ამ რაოდენობაზე.
2019 წლის კვლევისთვის ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაცის მოწოდების დონე მთლიან მაჩვენებელთან შედარებით 81.8%-ია, ეს თავის მხრივ წინა, 2018 წლის კვლევასთან შედარებით 7.8 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. თბილისის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის მოწოდების დონე 2018 წლის ინდექსში იყო 76%, 2017 წელს იყო 100%, 2016 წ. – 99%, ხოლო 2015 წ. - 99%, ინფორმაციის მოწოდების ხარისწხი თბილისის შემთხვევაში ბოლო 2 წლის მანძილზე უარესდება, რაჩ თავის მხრივ მოქმედებს თბილისის მუნიციპალიტეტის რეიტინგზე ინდექსის კვლევაში.
2019 წლის შედეგებით თბილისი რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს 42.86 სარეიტინგო ქულით, რაც 2018 წელთან შედარებით - 36.71 გაზრდილი სარეიტინგო მაჩვენებელია. 2017 წლის რეიტინგში თბილისი მე-3 ადგილს იკავებდა 60.12 სარეიტინგო ქულით (ამ წლის კვლევა ეფუძნებოდა 12 თვითმმართველი ქალაქიდან მიღებულ მონაცემებს), თბილისი 2016 წელს მე-4 იყო 39.41 ქულით, ხოლო 2015 წელს მე-2 იყო 54.69 ქულით, ჯერჯერობით თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2015 წელი რჩება საუკეთესოდ შედეგის თვალსაზრისით.
2019 წლის სარეიტინგო კვლევაში ქ. თბილისის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: კომუნალური მომსახურება (Utility Services), და ადმინისტრირება (Administration), თუმცა ამ კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებული მაღალი სარეიტინგო ქულები არ აღმოჩნდა საუკეთესო რამაც დანარჩენ კატეფორიებში მიღებულ მაჩვენებლებთან ერთად საბოლოო ჯამში გავლენა ვერ მოახდინა მუნიციპალიტეტის სარეიტინგო ქულაზე.
შესაბამისად დანარჩენი 9 კატეგორია და შესაბამისი მაჩვენებლები არის ის მთავარი გამოწვევები რომელთა დაფარვის არეალიც უნდა იქცეს მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მოტივატორად, ესენია - ჯანდაცვა (Healthcare), სოციალური უზრუნველყოფა (Social Security), ინფრასტრუქტურა და გარემო (Infrastructure and environment), ტრანსპორტი (Transport), განათლება (Education), პირობები ინვესტორებისთვის (Conditions for Investment), ბიუჯეტი (Budget), საგადასახადო ტვირთი (Tax burden), აქტივების მართვა (Assets management).
შესაბამისად ამ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ყურადღების კონცენტრირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (მაგ. პირველ ეტაპზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ კატეგორიებზე და შემდგომ ეტაპზე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული წინადადებებს და რეფორმების განხორციელება) რეალურ შედეგებს მოუტანს მუნიციპალიტეტს, როგორც შემდგომი წლების კვლევებში რეიტინგის ქულების გაუმჯობესების თვალსაზრისით - ამ მიმართულებით, ისე უკვე არსებული მაღალი შედეგების მქონე კატეგორიებში დადებითი დინამიკის მიღწევის მიმართულებითაც, რადგან ქ. თბილისის საბოლოო შედეგები მიმდინარე წლის რეიტინგში საშუალო შეფასებით საკმაოდ დაბალია, როგორც სფეროების მიმართულებით ისე ცალკეული კატეგორიების რეიტინგშიც, უმტავრეის მიზეზი კი ინფორმაციის მოწოდების დაბალი ხარისხია.

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს მიერ 2019 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევის განხორციელება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები ცვლილებებს არ ექვდებარება, თუმცა კვლევის შედეგების სანდოობის ხარისხის შენარჩუნება ყოველ წელს საჭიროებს კვლევის ძირითადი ინსტრუმენტის - კითხვარის გადახედვას და მიმდინარე წელს საკვლევ გარემოში მომხდარ თუ განხორციელებულ ცვლილებებზე ადაპტირებას, სფეროების, კატეგორიების და მაჩვენებლების მიხედვით.
2019 წლის კვლევის განხორციელება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის , სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით მოხდა. ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა კვლევის ყველა ეტაპი. ასევე კვლევამ მოიპოვა მხარდაჭერა და დახმარება ამერიკული ატლასის ქსელისგან და ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტისგან .

ნახეთ სრულად

თბილისი / TBILISI ფოთი / POTI რუსთავი / RUSTAVI ბათუმი / BATUMI ქუთაისი / KUTAISI
2014 50.26 51.21 64.63 61.64 41.10
2015 60.12 51.24 51.81 61.65 66.12
2016 39.61 49.41 43.61 0.00 51.88
2017 36.71 50.31 43.80 0.00 52.62
2018 44.00 52.00 40.35 67.00 65.00

მუნიციპალიტეტის ინდექსის სტატისტიკა წლების მიხედვით