მუნიციპალიტეტის ინდექსის კვლევა 2019
კვლევა ეყრდნობა 2018 წლების მაჩვენებლებს

ჩანაფიქრი

პროექტი ამოცანაა შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება:
მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე დაკვირვება და განსაჯაროებაზე;
ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და სხვ. საკითხებზე გავლენის შესწავლა;
შეფასება და ურთიერთშედარება;
შეჯიბრობითობის წახალისება;
ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების ჩამოყალიბება, როგორც საკუთრივ თვითმმართველობისხარისხობრივი გაუმჯობესების მიზნით, ისე მოსახელობის კეთილდღეობის ამაღლებისა და მათი სამეურნეო საქმიანობისთვის კიდევ უფრო უკეთესი პირობების ჩამოსაყალიბებლად.

ინდექსის არსი და მიდგომა

სუბსიდიარობა
სახელმწიფო, როგორც ბოლო ინსტანცია
მეტი უფლებები ადგილებზე
კონკურენცია
პრობლემების მოგვარებაში უნდა ჩაერთოს
მეტი უფლებები კერძო სექტორს
ანგარიშვალდებულება
ჩართულობა
მეტი უფლებები მოსახლეობას

 ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსში მონაწილეობს 2015 წლიდან. მიმდინარე წლის მონაცემები მოწოდებულია ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ. კვლევის ძირითდი კითხვარის მიხედვით შედგენილი მონაცემები ეფუძნება 2018 წლის მაჩვენებლებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 2018 წელს შეადგენდა 141 000 ადამიანს და შესაბამისად ყველა შეწონილი მონაცემი დაფუძნებულია ამ რაოდენობაზე.

2019 წლის კვლევისთვის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ინფორმაცის მოწოდების დონე მთლიან მაჩვენებელთან შედარებით 99.3%-ია, ეს თავის მხრივ წინა, 2018 წლის კვლევასთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის მოწოდების დონე 2018 წლის ინდექსში იყო 85 %, 2017 წელს იყო 98%, 2016 წ. – 94%, ხოლო 2015 წ. 92%.2019 წლის შედეგებით ქუთაისი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს 62.55 სარეიტინგო ქულით, რაც 2018 წელთან შედარებით გაზრდილი სარეიტინგო მაჩვენებელია 52.62, 2017 წელი რჩება ჯერჯერობით ქუთაისის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლად, ამ წელს ქუთაისი რეიტინგის ლიდერი იყო 66.12 სარეიტინგო ქულით, 2016 წლის რეიტინგშიც ქუთაისი ლიდერი იყო, თუმცა ნაკლები სარეიტინგო ქულით - 51.88, ხოლო 2015 წელს ქუთაისი მე-3 იყო 54.68 ქულით.

2019 წლის სარეიტინგო კვლევაში ქ. ქუთაისის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: ჯანდაცვა (Healthcare), სოციალური უზრუნველყოფა (Social Security), ბიუჯეტი (Budget) და ადმინისტრირება (Administration) კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებულმა ყველაზე მაღალმა სარეიტინგო ქულებმა. შესაბამისად დანარჩენი 7 კატეგორია და შესაბამისი მაჩვენებლები არის ის მთავარი გამოწვევები რომელთა დაფარვის არეალიც უნდა იქცეს მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მოტივატორად, ეს კატეგორიებია: კომუნალური მომსახურება (Utility Services), ინფრასტრუქტურა და გარემო (Infrastructure and environment), პირობები ინვესტორებისთვის (Conditions for Investment), ტრანსპორტი (Transport), განათლება (Education), საგადასახადო ტვირთი (Tax burden), აქტივების მართვა (Assets management).შესაბამისად ამ მიმართულებებზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ყურადღების კონცენტრირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (მაგ. პირველ ეტაპზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ კატეგორიებზე და შემდგომ ეტაპზე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კონკრეტული წინადადებების და რეფორმების განხორციელება) რეალურ შედეგებს მოუტანს მუნიციპალიტეტს როგორც შემდგომი წლების კვლევებში რეიტინგის ქულების გაუმჯობესების თვალსაზრისით ამ მიმართულებით, ისე უკვე არსებული მაღალი შედეგების მქონე კატეგორიებში დადებითი დინამიკის მიღწევის მიმართულებითაც.

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს მიერ 2019 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევის განხორციელება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები ცვლილებებს არ ექვდებარება, თუმცა კვლევის შედეგების სანდოობის ხარისხის შენარჩუნება ყოველ წელს საჭიროებს კვლევის ძირითადი ინსტრუმენტის - კითხვარის გადახედვას და მიმდინარე წელს საკვლევ გარემოში მომხდარ თუ განხორციელებულ ცვლილებებზე ადაპტირებას, სფეროების, კატეგორიების და მაჩვენებლების მიხედვით.
2019 წლის კვლევის განხორციელება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის , სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით მოხდა. ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა კვლევის ყველა ეტაპი. ასევე კვლევამ მოიპოვა მხარდაჭერა და დახმარება ამერიკული ატლასის ქსელისგან და ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტისგან .

ნახეთ სრულად

თბილისი / TBILISI ფოთი / POTI რუსთავი / RUSTAVI ბათუმი / BATUMI ქუთაისი / KUTAISI
2014 50.26 51.21 64.63 61.64 41.10
2015 60.12 51.24 51.81 61.65 66.12
2016 39.61 49.41 43.61 0.00 51.88
2017 36.71 50.31 43.80 0.00 52.62
2018 44.00 52.00 40.35 67.00 65.00

მუნიციპალიტეტის ინდექსის სტატისტიკა წლების მიხედვით